понедельник, 13 июля 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე

   ჩვენ, პედაგოგები, იმ კატეგორიას მივეკუთვნებით, ვინც მუდამ მზადაა ახალ-ახალი გამოწვევებისათვის.სისტემატიურად ვცდილობთ ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი.
    მე მთელი გულწრფელობით უნდა ვაღიარო,რომ თქვენმა ტრენინგმა  ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადამადგმევინა წინ, პროფესიული ზრდისაკენ.
  მეგონა საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს ვატარებდი.მაგრამ თურმე  რამდენი კლებია ჩემს გაკვეთილს  სრულყოფილებამდე?! თქვენი მეგზურობით დავინახე, რომ  თანამედროვე  პიროვნების ჩამოყალიბება, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებით შეიარაღებილი თაობის აღზრდა ,.პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით შეიძლება განვახორციელოთ.
   პროექტი-აი,ის რის გარეშეც შეუძლებელია ამ მიზნის  განხორციელება. აქ,ბროშურებზე, პრეზენტაციებსა თუ ნებისმიერ აქტივობაზე მუშაობიდან მიღებული გამოცდილება  დამეხმარება ჩემს პატარებს გავუხალისო, გავუმრავალფეროვნო, გავუადვილო სწავლის პროცესი. მერედა, როგორ ახალისებთ,რაღაც ახალი,უჩვეულო.სხვათაშორის ახალისებთ რთული საკითხების გადაჭრაზე გზების ძიებაც.კმაყოფილები და თვითდაჯერებულნი ხდებიან ,პრობლემიდან თავისდაღწევის შემდეგ.ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ  ჩემს
   ჩაიარა ძალიან დატვირთულმა,შრომატევადმა დღეებმა, მაგრამ  არცერთ შეხვედრაზე არ გამნელებია სურვილი  ჩემი ტრენერის ქ-ნ: დიანას ყოველი სიტყვა დამეჭირა, ვცდილობდი უბრალო ნიუანსიც არ გამომპარვოდა. მომავალში პროექტების განხორციელების დროსაც დიდი იმედი მაქვს მისი რჩევა-დარიგებებისა.  

   

Комментариев нет:

Отправить комментарий