понедельник, 13 июля 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე

   ჩვენ, პედაგოგები, იმ კატეგორიას მივეკუთვნებით, ვინც მუდამ მზადაა ახალ-ახალი გამოწვევებისათვის.სისტემატიურად ვცდილობთ ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი.
    მე მთელი გულწრფელობით უნდა ვაღიარო,რომ თქვენმა ტრენინგმა  ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადამადგმევინა წინ, პროფესიული ზრდისაკენ.
  მეგონა საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს ვატარებდი.მაგრამ თურმე  რამდენი კლებია ჩემს გაკვეთილს  სრულყოფილებამდე?! თქვენი მეგზურობით დავინახე, რომ  თანამედროვე  პიროვნების ჩამოყალიბება, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებით შეიარაღებილი თაობის აღზრდა ,.პრობლემებზე დაფუძნებული სწავლებით შეიძლება განვახორციელოთ.
   პროექტი-აი,ის რის გარეშეც შეუძლებელია ამ მიზნის  განხორციელება. აქ,ბროშურებზე, პრეზენტაციებსა თუ ნებისმიერ აქტივობაზე მუშაობიდან მიღებული გამოცდილება  დამეხმარება ჩემს პატარებს გავუხალისო, გავუმრავალფეროვნო, გავუადვილო სწავლის პროცესი. მერედა, როგორ ახალისებთ,რაღაც ახალი,უჩვეულო.სხვათაშორის ახალისებთ რთული საკითხების გადაჭრაზე გზების ძიებაც.კმაყოფილები და თვითდაჯერებულნი ხდებიან ,პრობლემიდან თავისდაღწევის შემდეგ.ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ  ჩემს
   ჩაიარა ძალიან დატვირთულმა,შრომატევადმა დღეებმა, მაგრამ  არცერთ შეხვედრაზე არ გამნელებია სურვილი  ჩემი ტრენერის ქ-ნ: დიანას ყოველი სიტყვა დამეჭირა, ვცდილობდი უბრალო ნიუანსიც არ გამომპარვოდა. მომავალში პროექტების განხორციელების დროსაც დიდი იმედი მაქვს მისი რჩევა-დარიგებებისა.  

   
ტრენინგის 8 დღე


უზომოდ საინტრესო იყო დღევანდელი ტენინგი ჩემთვის. ვისწავლე სასწავლო პროექტის ატვირთვა ბლოგზე ვირტუალურ ფლესმეხსიერებაზე გავლით.
გავეცანით ფასილიტაციასტექნოლოგიებით,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის განსაუმჯობესებლად.პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეებისათვის  მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშესაწყობად.
 ტრენინგის 7 დღე


წარმოვადგინეთ მოსწავლეთა  ნამუშევრების  პრეზენტაცია, გავიარეთ მე-5 და მე-6 მოდულები. შეფასების რუბრიკები, განვითარების მრავალმხრივი ინტელექტები. აღქმის სტილი, ტვინის ჰემისფეროების  დანიშნულება.სსმ მოსწავლეების პროექტში  ჩაბმის ინსტრუქციები.ვისწავლეთ ვირტუალური ფლეშ-მეხსიერების გამოყენება.

вторник, 7 июля 2015 г.

ტრენინგის მე-6 დღე
 ცოდნა მატულობს. სულ ვცდილობ ყველაფერში გავერკვე,არაფერი გაგომრჩეს.კითხვები მებადება და ქალბატონი დიანაც,სულგრძელად მპასუხობს, სულ მზადაა ამომწურავად გასცეს პასუხი ჩემს შეკითხვებს.
.  დღეს გავეცანით მე-4 მოდულს,  თუ როგორ ავირჩიოთ მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტები, როგორ შევქმნათ მოსწავლის ნიმუში და რა რესურსები გამოვიყენოთ.

воскресенье, 5 июля 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე
   ძალიან  ბევრისმომცემი ტრენინგია.უზომოდ საინტერესო, ახლებური მოთხოვნების მხარდამხარ მავალი,ამიტომაცაა ბევრ შრომასა და ენერგიას,გეგმადასახულად მუშაობას რომ მოითხოვს.თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და მეტად ვფიქრობ,ხომ კარგად გამომივა?ხომ სრულყოფილად ვიტყვიჩემი ლროექტის სათქმელს?ბევრს ვიმუშავებ ამისათვის და გამომივა.
დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს,რომ მუშაობის დროს აუცილებელია სხვისი უფლებები რ დავარღვიოთ. ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება,ვიმუსშავეთ სასწავლო პრეზენტაციის შექმნაზე.
ტრენინგის მეექვსე  დღე





ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მერვე დღე


ტრენინგის მეცხრე დღე

среда, 1 июля 2015 г.

ტრენინგის მე-4 დღე:ტრენინგის მსვლელობისას რამდენჯერმე აღმოვაჩინე,რომ ამა თუ იმ საკითხს მეგონა კარგად ვიცნობდი ,თავის მოწონებაც შემეძლო მიგნებული პასუხებით,თურმე კიდევ ბევრი რამ არ მცოდნია.და სიღრმეებში წავედიმადლობა ამისათვის თქვენ.
   დღეს ჩავეძიეთ შეკითხვის სახეებს.გავაანალიზეთ ზოგადი,თემატური, შინაარსობრივი კითხვები.ნაყოფიერად ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.ეს ყველაფერი დამეხმარება ჩავწვდე ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს და ვიყო კარგი ფასილიტატორი მათი პროექტზე მუშაობის პერიოდში და გამოვუმუშავო პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების უნარ-ჩვევები