воскресенье, 28 июня 2015 г.

ტრენინგის მე-3 დღე
   თანდათან ფართოვდებ აჩვენი ცოდნა.ვისწავლეთ ფონების შეცვლა, კომენტარების გაკეთება, გამოვკვეთეთ სტანდარტები, ვიმუშავეთ ბუკლეტებზე, ვისაუბრეთ იმის შესახებ,თუ რა მსურს ისწავლონ ჩემმა მოსწავლეებმა პროექტით.
     გასაოცარი ნებისყოფითა და ენერგიით გამორჩეული ტრენერი გვყავს,ცდილობს თვითოეულ ჩვენგანთან სრულად და ამომწურავად მოიტანოს სათქმელი.



пятница, 26 июня 2015 г.

ტრენინგის I-II         დღე
 ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ყოველივე სიახლეს.ახლაც მზად ვარ ღრუბელივით შევისრუტო ის, რასაც ჩემი ენერგიული ტრენერი ( ეს თვისება უკვე შევამჩნიე მას) შემასწავლის .თვალებს ვხუჭავ და ვხედავ ჩემი პატარების სიხარულით მომღიმარ  სახეებს,როდესაც ერთად რაღაც ახალსა და საინტერესოს ვაკეთებთ ბუკებში..ვხედავ,ტაში როგორ შემოჰკრეს საქმე წარმატებულად  რომ დავასრულეთ.
    მე პროექტ ,,ფორუმი 2013-"ში ვღებულობდი მონაწილეობას და ბოლო ტურშიც გავედი.მართალია ვერ გავიმარჯვე მაგრამ აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ რაღაც ახალს, ჩემთვის უჩვეულოს შევეჭიდე.პროექტის მომზადების შესახებ არაფერი ვიცოდი.როგორ ვწვალობდი....ეს ტრენინგი რომ მქონოდა გავლილი, წარმატებას მივაღწევდი.ამიტომ მთელი მონდომებოთა და პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ ტრენინგს.
  მაშ ასე.უკვე გავეცანი სხვათა პროექტის ნიმუშებს,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.როგორ შევქმნა პორთფოლიო.შევქმენი საქაღალდეების სტრუქტურა. ვისწავლეთ ელ.წიგნიდან ჩამოტვირთვა,გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონს.იმედი მაქვს შევქმნი კარგ პროექტს.
     დღეს მე-2 დღეა.უკვე ვისწავლეთ ბლოგების შექმნა,ეს გამომადგება მომავალ პედაგოგიურ მუშაობაში,დავწერეთ ბლოგზე რეფლექსიები.გავიხსენე VORD-ში მუშაობის სხვადასხვა ელემენტი.ვისაუბრეთ პუბლიკაციების შესახებ.გამოცემის ნიმუშებსაც გავეცანი,პროექტის მონახაზებზეც ვისაუბრეთ.ასე რომ მივიწევთ წინ,ყოველი დღე ახლის მომცემია ჩემთვის.შედეგი ისაა,რომ უკვე ვაწყობ გეგმებს და თავისუფალ დროსაც ვფიქრობ ახლად შესაქმნელ პროექტზე.